понедельник, 25 октября 2010 г.

     " ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალსი ამას ვიზამ , თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა ბუნებაში , რომ ცოლი არ შემერთო  და მერე ისიც უცხოელი , მაგრამ შემთხვევას ყოველიფერი შესძლებია! მოსკოვშიც ერისთავისას გამეცნო მოხუცებული კნიაჟნა ენიკევისა და , ვინაობა , რომ გამოკითხა, გულითა მთხოვა :" მოდი ჩემსაო!" მეც ცოტა ხნის შემდეგ ვეახელი . ჩემი მისვლა მოხუცებულს ძალიან ეამა, დიასახლისი გამაცნო  და მითხრა: " ეს ჩემი დისწული : შვილობილად მყავს აყვანილიო; ეს ორი უფროსი ქალი პირველი ქმრისაგან დარჩა და ეს სამი... ამ მეორე ქმრის ხელში მყავსო... ამ ლაპარაკის დროს სემოვიდა თვით ისიც და გამეცნო. ლიტერატორი გამოდგა და ძალიანაც კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს!... რამდენიმე დღე რომ დამეგვიანებინა და არ მივსულიყავ , თვითონ მოიჭრებპდა ჩემთან და წამიყვანდა ხოლმე თავის სახლში... სამითვის განმავლიობაში სულ ამ ყოფაში ვიყავი და ძალიანაც დავშინაურდი . უფროს ქალს , რომელიც ჯერ კიდევ არ იყო  სრულწლოვანი , შევუყვარდი . მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი საზოგადოდ, მაგრამ , როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა ... მეც ავდექი და მეორე დრეს ის ვითხოვე ."


      პოლონური წარმოშობის ნატალია ბაზილევსკაიაზე აკაკიმ  ჯვარი 1864 წელს  დაიწერა.მალევე შეეძინა ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე. პოეტს უაღრესად წრფელი გრძნობით ჰყვარებია  თავისი მეუღლე და შვილი.
მაგრამ პეტრბურგის მდიდრულ წრეში აღზრდილ  ნატალიას ვერ შეუთვისებია და ვერ შეუყვარებია საქართველო, ის ქვეყანა და ხალხი , რომელიც ესოდენ თავდადებული სიყვარულით უყვარდა აკაკი წერეთელს . ცოლსა და შვილს იმდენად შორეული კავშირი ჰქონდათ დიდი პოეტის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან , მის შემოქმედებითს ცხოვრებასთან , მის მასულდგმულებელ იდეალებთან , რომელთაც ასე მთლიანად შესწირა თავისი სიცოცხელ  და ტიტანური ნიჭი აკაკი წერეთელმა , რომ  მგოსანი არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ მარტოობასაც განიცდიდა .  დედა–შვილი გამუდბულად ცხოვრობდა ხან პეტერბურგში, ხარკოვში , კიევში, რუსეთის მაშინდელი იმპერიის სხვადასხვა ქალაქში, ხან პარიზში, ნიცაში, ბერლინში , მილანში და გამუდმებით მოითხოვდა აკაკისაგან ფულს. ხშირად ალექსის ძვირადღირებული ფანტასტიური გეგმების ჩაშლის გამო ვალერბი ატყდებოდა თავს, და მევალეები პრეტენზიას აცხადებდნენ აკაკის ცხოვრებაზე. პოეტი მუდმივად შევიწროებული და აფორიაქებული იყო ამის გამო.


             აკაკის არასოდეს ჰქონია საკუთარი ბინა და თვაშესაფარი სხვიტორის გარდა. მოკლებული იყო ოჯახურ სითბოსა და  სიყვარულს . აკაკის დაქორწინება მტრებმა და მათმა ამყოლებმა მისი სახელის შესაბღალად გამოიყენეს. პოეტი ძალიან განიცდიდა, რომ მავანნი  ხმებს ავრცელებდნენ , თითქოს  ცოლის მზითვი , მილიონები , აიღო და გაფლანგა. თუმცა აკაკის თვალით არა უნახავს რა. ნატალია კი ასე იგონებს: " ჩემი დიდი ქონებიდან , არა თუ აკაკის, მე თვით არაფერი მერგო. ჩვენ ორი და ვიყავით, ძმა არ გვყოლია, ჩემი უფროსი და ცოლად გაჰყვა სიდამონ–ერისთავს, – კაცს  დიდად გარყვნილს და მეკარტეს. ჩემი რწმუნებული ჩემი და იყო . მან კი თავისა და ჩემს რწმუნებულად  თავისი ქმარი გაიხადა, რომელსაც ჩვენს მამულზე სრული მინდობილობა ჰქონდა . ჩვენი ასთი ნდობა , მისმა ქმარმა და ჩემმა სიძემ ამგვარად გამოიყენა, რომ ჩვენ ცარიელზე დაგვსვა. ყველაფერი გაგვიფლანგა!..."თბილისსა და ქუთაისის სასტუმროებში აკაკი  ცხოვრობდა მუდმივ ვალებსა და უსიამოვნო პრეტენზიებში, ან ნაცნობებისა და პატივისმცემლების ბინებში. ხანდაზმულობის ასაკში შესული ,  ასეთი ცხოვრებით დაღლილი და დაქანცული, ჯან–ღონე დაკარგული პოეტი ამაოდ ოცნებობდა ცოლ–შვილთან სიახლოვეზე, მათთან ერთად ცხოვრებაზე. იგი ეხვეწებოდა ცოლ– შვილს ჩამოსულიყვნენ  საქართველოში ,  მშობლიურ სხვიტორში, ემუდარებოდა შვილს შეესწავლა ქართული ენა, მხარში ამოუდგომოდა მოხუც მამას და მშობელი ქვეყნისთვის მოეხმარა თავისი ნიჭი და ენერგია.